თამთა გაბრიჩიძის ფილმი „სოვდაგარი“ კანადაში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა
თამთა გაბრიჩიძის ფილმი „სოვდაგარი“ კანადაში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის HOTDOCS გამარჯვებული გახდა. ფილმმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მთავარი პრიზი მოიპოვა.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, „სოვდაგარი“ რეჟისორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „ტელებლოგი“ ფარგლებში გადაიღო და პირველი არხის ეთერში მისი პრემიერა 2016 წელს შედგა.