„ირიაო“ და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

10 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი წარმოადგენს ცნობილი ქართული ეთნო ჯაზჯგუფის „ირიაოს“ ახალ მუსიკალურ პროექტს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით და მომღერალი სოფო გელოვანი.
“ირიაოს” შესახებ: სახელწოდება აღებულია კრიმანჭულის ერთ-ერთი სახელიდან “ირიაო-ურუაო”. ეთნო ჯაზჯგუფი დაარსდა 2013 წელს ჯგუფის დამფუძნებელ და მუსიკალური ხელმძღვანელის, კომპოზიტორ დავით მალაზონიას მიერ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც ქართული ფოლკლორისა და ჯაზის სინთეზს მიმართა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ის ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისათვის, სხვადასხვა მუსიკოსისა თუ ჯგუფისათვის, მათ შორის ცნობილი ქართული ჯგუფისათვის “ადიო”.
2015 წელს ჯგუფმა პოლონეთში ჩაწერა პირველი ალბომი “Rogalow Analog Adventures”. ჯგუფი ყოველ წლიურად სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ჯაზფესტივალებს და თავისი რეპერტუარიდან გამომდინარე საუკეთესო გზავნილია საქართველოდან, როგორც ფოლკლორის გააზრების ახლებური მცდელობა.
ჯგუფს წევრები არიან:
დავით მალაზონია – კლავიშებიანი ინსტრუმენტები; დავით ქავთარაძე – ქართული ფოლკინსტრუმენტები;
შაკო ღელეყვა – ბასი; ლევან აბშილავა – დრამი, პერკუსია;  გიორგი აბაშიძე – ვოკალი;  ბუბა მურღულია – ვოკალი;
მიხეილ ჯავახიშვილი – ვოკალი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები