„კორნელი კეკელიძე -138“: კონფერენცია გაიმართება

10 მაისს, 14:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგნიზებით გაიმართება კონფერენცია “კორნელი კეკელიძე -138”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ყოველ წელს სამი სამეცნიერო დაწესებულება – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი აღნიშნავს ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ლიტერატურათმცოდნის, თეოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებლისა და აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, კორნელი კეკელიძის იუბილეს.

პროგრამა:

• ლელა ხაჩიძე (თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი, ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი):
სტეფანე სანანოჲსძე-ჭყონდიდელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ;
• ეკატერინე ჩიკვაიძე (შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი):
პოლიჟანრულობა და ძველი ქართული სასულიერო მწერლობა;
• დავით შენგელია (კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი):
არსენ იყალთოელის ერთი თარგმანის – „გამოკრებანი წამებათანი“ – ბერძნული წყაროს შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები