ილია II – ჩვენ ვეწამებით ქრისტესთვის, მაგრამ წამებას მოსდევს სიხარული, ბედნიერება, ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქაშუეთის ეკლესიაში, მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მთელ საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
”წმინდა გიორგი იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი. წმინდა გიორგი არის სწრაფად შემწე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წმინდა გიორგის ლოცვით, საქართველო გამთლიანდება. მე მქონდა ბედნიერება, 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და სიყვარული, სასოება სუფევდა ჩვენს შორის. ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს და ყველაფერი დადგეს თავის ადგილზე. წმინდა გიორგი ეწამა ქრისტესთვის და ჩვენ ვეწამებით ასევე ქრისტესთვის, მაგრამ წამებას მოსდევს სიხარული, ბედნიერება. ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა”, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები