თამარ ჩუგოშვილი: რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო

„რუსეთის პოზიციები სრულიად აცილებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და ზოგადად, დასავლური სამყაროს მოსაზრებებს“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია სერიოზულად დაფიქრდება, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში.
”რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო და რეალური შედეგების მიღება ამ ფორმატით არ ყოფილიყო შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რუსეთის პოზიციები სრულიად აცილებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და ზოგადად, დასავლური სამყაროს მოსაზრებებს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რუსეთი ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით ტენდენციურს უწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია სერიოზულად დაფიქრება, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები