გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევი გზა გახსნილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევი გზა გახსნილია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ.134-კმ.135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას, იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები