დიმიტრი ქუმსიშვილი “განვითარების ახალი ბანკის” ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა  “განვითარების ახალი ბანკის” (New Development Bank) ხელმძღვანელობასთან.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აგრეთვე, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმასა და მის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. მათ შორის, სივრცითი განვითარების მიმართულებით, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს.
ბანკის მხრიდან გამოითქვა დიდი დაინტერესება, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესში.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები