პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობა დუშეთის წმინდა გრიგოლის სახელობის დუშეთის ეკლესიიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული დუშეთის წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესიიდან მოულოცა.
საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად, ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა და საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის გაძლიერება, სიკეთე და წარმატება უსურვა.
“გიორგობა მინდა მოგილოცოთ წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესიიდან. ამ ეკლესიას მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. იგი IX-X საუკუნეშია აგებული. როცა კომუნისტები შემოვიდნენ, აქაურმა ბერებმა დალოცეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რისთვისაც მათ სასტიკად გაუსწორდნენ.
დღეს, მე აქედან მინდა მივულოცო საქართველოს, ჩვენი ძლიერების სიმბოლოს, წმინდა გიორგის ხსენების დღე, მოგილოცოთ დღესასწაული და გისურვოთ ძლიერება და წარმატება”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები