თბილისში რეგი კონცერტების სერია იწყება

თბილისში რეგი კონცერტების სერია იწყება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობის მომღერლების LIVE შესრულების მოსმენას ქართველი მსმენელიც შეძლებს.
პირველი იამაიკური მუსიკის საღამო 6 მაისს, ფაბრიკაში (DIVE x Fabrika) გაიმართება. ქართველი მსმენელის წინაშე, ცენტრალური ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეგი ჯგუფის Riddim Colony-ის სოლისტი Gregory G Ras წარსდგება. მასთან ერთად მუსიკალურ სეტებს DJ Grotask (Gocha Grotask) შეასრულებს.
კონცერტის ორგანიზატორია რადიო „შოკოლადი“ და რადიო JAKO FM.
Gregory G Ras რეგი ჯგუფის Riddim Colony-ის სოლისტია. ლაივ პერფომანსი, იამაიკური მუსიკის შესრულების განსაკუთრებული მანერა და უნიკალური ხმის ტემბრი უნგრელ მუსიკოსს გამორჩეულსა და ქარიზმატულს ხდის.
ევროპის მრავალ ქვეყანაში გამართული სხვადასხვა ფესტივალის ფარგლებში, Gregory G Ras თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: Ray Darwin, Mandingo Warrior, Sena, Lion D, Henry P, Ramon Judah, Dani Murungi, Dark Angel და ა.შ.
რეგის მოყვარულებს DIVE x Fabrika 21:00 საათიდან უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები