მამუკა მდინარაძე: ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, საზოგადოების მეტი ჩართულობით, გავიგოთ მათი აზრი

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, საზოგადოების მეტი ჩართულობით, გავიგოთ მათი აზრი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„იქნება განხილვები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ფიქსირდება ოქმში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფორმატი საშუალებას მოგვცემს, საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც დავდეთ, კიდევ უფრო დაიხვეწოს და მიიღოს ისეთი სახე, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მომავალს, პროგრესს და დემოკრატიულობას გამოადგება“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით კი ისინი დაინტრესებულნი არიან მთის კანონით, იმით, თუ როგორ შეიცვლება და ჩამოყალიბდება ის.

დღეს მორიგი შეხვედრა ამბროლაურის კულტურის ცენტრში 12 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები