მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო კაკალიაშვილმა.
მემორანდუმის თანახმად, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლები ყოველთვიურ, ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ ფონდში, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დასახმარებლად. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე სოლიდარობის ფონდის პოპულარიზაციისა და თანხების მობილიზების კუთხით, ჩაერთვება საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებაში.
2014 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 700-ზე მეტი საჯარო უწყების და 62 ორგანიზაციის, მათ შორის, 51 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, ფონდში მობილიზებულია 9.8 მილიონი ლარი. სოლიდარობის ფონდმა სიმსივნით დაავადებული 379 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები