რუსთავის მერია ნანუკა ხუსკივაძის თანამდებობიდან წასვლაზე განცხადებას ავრცელებს

რუსთავის მერია გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნანუკა ხუსკივაძის წასვლაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც რუსთავის მერიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, იყო გარკვეული საკითხები, რაზეც რუსთავის მერიისა და ნანუკა ხუსკივაძის მოსაზრებები ერთმანეთს არ დაემთხვა.
რუსთავის მერია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხელმეორე კონკურსს გამოაცხადებს.
„მოგეხსენებათ, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა ქალბატონმა ნანუკა ხუსკივაძემ. სამწუხაროდ, იყო გარკვეული საკითხები, რაზეც რუსთავის მერიის და ქალბატონ ნანუკა ხუსკივაძის მოსაზრებები არ დაემთხვა ერთმანეთს.
ძალიან ვწუხვართ, რომ არ შედგა ეს თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს უდიდეს პატივისცემას მისი შემოქმედებისადმი.
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ხელმეორე კონკურსს გამოაცხადებს“,- აცხადებენ რუსთავის მერიაში.
ამ დრომდე რუსთავის თეატრის დირექტორის თანამდებობას ზვიად დოლიძე იკავებს.
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი 16 მარტს გამოცხადდა. სულ ექვსი კანდიდატი იყო.
სარეკომენდაციო საბჭომ არჩევანი ნანუკა ხუსკივაძეზე შეაჩერა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 5 აპრილს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები