ნანუკა ხუსკივაძემ თანამდებობა დატოვა
ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
როგორც კვირამ“ გაარკვია, იგი რუსთავის მერიასთან ძირითად საკითხებზე ვერ შეთანხმდა და ამიტომ მიიღო ეს რადიკალური გადაწყვეტილება.
რუსთავის თეატრის დირექტორის პოსტზე ნანუკა ხუსკივაძემ ედმუნდ მინაშვილი წარადგინა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან უარი მიიღო.
ამ დრომდე რუსთავის თეატრის დირექტორის თანამდებობას ზვიად დოლიძე იკავებს.
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი 16 მარტს გამოცხადდა. სულ ექვსი კანდიდატი იყო.
სარეკომენდაციო საბჭომ არჩევანი ნანუკა ხუსკივაძეზე შეაჩერა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 5 აპრილს დაინიშნა.