გელა ჩარკვიანის „ნაგერალა 2″-ის წარდგენა გაიმართება

5 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“, გელა ჩარკვიანის ჩანაწერების მეორე ნაწილის, „ნაგერალა 2″-ის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ნაგერალა 2″ გელა ჩარკვიანის „ნაგერალას“ – მეორე სეზონია. როგორც თანამედროვე ამერიკულ სერიალებშია: წინა სეზონის სიუჟეტი, ამბები და თემები ბუნებრივად იგულისხმება, მაგრამ დროდადრო უფრო მძაფრდება, ახალ ნაკადებს, დრამას და ხასიათებს დაიმატებს ხოლმე.
„ნაგერალა 2“ კონტრასტების წიგნია, ისევე როგორც ამ წიგნის ავტორის ცხოვრება – გვიანი სტალინური პერიოდიდან თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიამდე.
მის: ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. 17ბ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები