ქართულმა ფილმებმა -„ჩემი ბედნიერი ოჯახი” და „მზის ქალაქი” საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს

26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გერმანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს goEast მასპინძლობდა. კინოფესტივალზე  ქართულმა ფილმებმა საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს.
როგროც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს  – “ჩემი ბედნიერი ოჯახი”; ფიპრესის ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის – ასევე “ჩემს ბედნიერ ოჯახს”;
კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების ჯილდოს მფლობელი გახდა რატი ონელის დოკუმენტური ფილმი “მზის ქალაქი”.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ფესტივალზე საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა რჩეულიც გახდა.
წელს კინოფესტივალზე goEast არაერთი ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე ასევე აჩვენეს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი “ბუბა”, ლანა ღოღობერიძის ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერა” და ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი “ბედნიერება”.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები