„სინედოკ თბილისი – 2017“: თბილისი დოკუმენტურ კინოს უმასპინძლებს

11 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით თბილისი დოკუმენტურ კინოფილმებს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „სინედოკ თბილისი“ კავკასიაში ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია, სადაც საკუთარ ნამუშევრებს 30 ქვეყნიდან ჩამოსული დოკუმენტალისტები წარმოადგენენ.
5 დღის განმავლობაში, ფესტივალის მეხუთე გამოშვებაზე, მაყურებელს საშუალება ექნება, ნახოს 67 მრავალი საერთაშორისო პრიზის მქონე ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. ასევე შეხვდეს რეჟისორებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, პროტაგონისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფესტივალების წარმომადგენლებს. დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მასტერკლასებში, დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებში.
ფესტივალზე შედგება ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის „გოგიტას ახალი ცხოვრების” ქართული პრემიერა.
კინოჩვენებებს უმასპინძლებს კინოთეატრები: „რუსთაველი“, „ამირანი“ და კინოს სახლი. ასევე ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება Backstage76-სა და „მზიურში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები