თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციაში დიდი ხანია კრიზისია

“ოპოზიციაში დიდი ხანია კრიზისია, მნიშვნელობა არ აქვს, გააერთიანებენ, ცალ-ცალკე ეყოლებათ თუ სხვა კონფიგურაციას მოუფიქრებენ, ფაქტია, კრიზისში იმყოფებიან”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

მისი თქმით, შიგნით კონკურენციაა, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი.

„პარლამენტში 61 ოპოზიციონერი არ არის და ხელისუფლებას ოპონირებას არ უწევს, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში წარმომადგენლები არ ჰყავთ, ამ დიდი შეცდომის გამოსწორება შეუძლებელია. რევოლუციას ვერ მოახდენენ და ასეთ კატასტროფამდე მივიდნენ თავიანთი გაუაზრებელი და დესტრუქციული ნაბიჯებით. შიგნით კონკურენციაა, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი. ანუ, სად უნდა მივიდეს დაფინანსების უდიდესი ნაწილი, რომელიც უცხოეთიდან მოემართება. არ გეგონოთ, რომ პროზაულ თემებზე დაობენ. შავი ფულიდან ვის ექნება მეტი დაფინანსება, ამაზე დაობენ. შეუთავსებელი ადამიანები არიან. ერთმანეთი უფრო ეჯავრებათ, ვიდრე ჩვენი გუნდიდან ვინმე“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები