ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატში ირანის მონაწილეობის წინააღმდეგი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ აქვს წინააღმდეგობა ირანის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც ივნისში, შეერთებულ შტატებში გაიმართება.
“ჩვენ არ გვსურს გავლენა მოვახდინოთ ირანელ სპორტსმენებზე, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ამ ზაფხულს დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს ირანისთვის ჩემპიონატში მონაწილეობა არ აუკრძალავს.
„აშშ-დან არავის უთქვამს მათთვის, რომ ვერ ჩამოვიდოდნენ. პრობლემა მათი სპორტსმენები არ იქნებოდა. პრობლემა სხვა ადამიანები იქნებოდა, რომელთა თან წამოყვანაც მათ სურდათ. ზოგიერთ მათგანს IRGC-სთან კავშირი აქვს. ისინი ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოიყვანენ IRGC ტერორისტების ჯგუფს, რომლებიც ჟურნალისტებად და სპორტულ მწვრთნელებად ასაღებენ თავს“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.