ეკატერინე ტუხაშვილის პერსონალური გამოფენა „გაზაფხული“ გაიხსნება

4 მაისს, 18:00 საათზე, Chardin Art Gallery-ში (რუსთაველის №13) ეკატერინე ტუხაშვილის პერსონალური გამოფენა „გაზაფხული“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს არის მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 50-მდე ფერწერული ნამუშევრით.
ეკატერინე ტუხაშვილმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია, პროფესიით არის მხატვარ-დიზაინერი, მუშაობდა კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში ლექტორად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები