ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენა – ,,ბახის გაკვეთილები” გაიხსნება

5 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენა ,,ბახის გაკვეთილები” გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლევან ლაღიძის 2016-2017 წლებში შესრულებული ნამუშევრები. როგორც ავტორი თავად ახასიათებს გამოფენას: „ხელოვნებაში უნივერსალური საზომების, დარგობრივი სამეტყველო ენის და ინტერკულტურული ხედვის გადამოწმების აუცილებლობა ეპოქების მიჯნაზე, როგორც ყოველთვის, ახლაც ნათლად გამოჩნდა. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ადამიანი გზაგასაყარზე დგას – მხატვრობაც ასევეა.
დიდებული წინაპრები გვეხმარებიან ზუსტი საზღვრების მოძებნაში და ჩვენ შეგვიძლია მათთან გაკვეთილები გავიაროთ“.
გამოფენა 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები