სოსო ლებანიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება

6 მაისს, 14:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება საქველმოქმედო საღამო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მხატვრები. ყველა მსურველს საშუალება მიეცემა, საკუთარი ლექსი წაიკითხოს. საღამოზე გაიყიდება წიგნები, ნახატები. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ლიტერატორ სოსო ლებანიძის ჯანმრთელობას.
„იმედია, საღამო ხალხმრავალი იქნება! ველით ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია მეორე ადამიანი!“- განუცხადა ჟურნალისტთა კავშირის თანათავმჯდომარემ, მარინა თექთუმანიძემ პორტალ „კვირას“.
მის: ჩახრუხაძის №17.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები