„გერმანული ენის თვე“ გაიხსნება

3 მაისს, 18:30 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე“ ოფიციალურად გაიხსნება, რომელსაც საზეიმოდ გახსნიან: ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი არად ბენკო, გერმანიის ელჩის მუდმივი წარმომადგენელი მონიკა ლენჰარდი, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.
როგორც „კვირას“ გოეთეს ინსტიტუტიდან აცნობეს, გერმანული ენის თვე სლოგანით „სამი ქვეყანა – ერთი ენა“ წელს უკვე მეხუთედ იმართება, 27 აპრილიდან 25 ივნისამდე გრძელდება და თავისი შინაარსით ყველა იმ კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებას მოიცავს, რაც გერმანულ ენასა და გერმანულენოვან ქვეყნებს შეეხება.
გერმანული ენის თვის ორგანიზატორები არიან: გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, ავსტრიის ბიბლიოთეკა თბილისში და საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA). „გერმანული ენის თვით“ ეს ორგანიზაციები 2013 წლიდან რამდენიმე უცხო ენისა და მათ შორის გერმანული ენის შესწავლის აუცილებლობაზე აკეთებენ მნიშვნელოვან აქცენტებს.
წლევანელი პროგრამის ლაიტმოტივია „ქალები გერმანულენოვან ქვეყნებში, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება ღონისძიებათა მრავალფეროვანი სპექტრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, – ლექციები, ფილმების ჩვენებები, ლიტერატურული საღამოები, საინფორმაციო ღონისძიებები და სპორტული აქტივობები, როგორიცაა გოგონათა საფეხბურთო ტურნირი.
განსაკუთრებული ღონისძიებაა „გერმანულენოვანი Poetry-Slam საქართველოში“, რომლის დროსაც ქართველი მოსწავლეები Poetry-Slam-ის ცნობილი გერმანელი და შევიცარიელი ხელოვანების თანხლებით უცხო ენის ცოდნას შემოქმედებითი ფორმით წარმოაჩენენ. დაგეგმილმა მრავალმა ღონისძიებამ საზოგადოებას გერმანული ენის სწავლისა და გერმანულენოვანი ქვეყნების გაცნობის სურვილი უნდა გაუღვივოს, აღნიშნული ქვეყნების კულტურის მრავალფეროვნება წარმოაჩინოს და, ამავდროულად, ქართული საზოგადოების ცნობიერებაში გერმანული ენის უფრო მეტად დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.
 ღონისძიებები:

 07.05./ 09.05.2017, 12:00 – 14:00 საათი

ვორკშოპები „რეპორტაჟები თბილისიდან“ მორიც ლენგლახნერთან ერთად (OeAD-ლექტორი ერევნის ბრიუსოვის უნივერსიტეტში), (რეგისტრაცია მისამართზე mzia.galdavadze@iliauni.edu.ge).
ორგანიზატორები: ავსტრიის საელჩო, OeAD, ავსტრიის ბიბლიოთეკა
თბილისში, ადგილი: ავსტრიის ბიბლიოთეკა თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი S-507, გიორგი წერეთლის ქ. 3.
 
11.05.2017, 20:00 საათი
კინოჩვენება „დიდი ზომერი“ – შტეფან იეგერის კომედია (2016)
ორგანიზატორი: შვეიცარიის საელჩო საქართველოში
ადგილი: კინოთეატრი „ამირანი“, თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 36/1

 15.05.2017, 19:00 საათი

 “Hab isch gemacht ein Vortrag. მიგრაცია და ენის ტრანსფორმაცია გერმანიაში.” დოქტ. ანგელიკა იოდლის ლექცია
ორგანიზატორები: DAAD, ილიას უნივერსიტეტი, გერმანული ენის
საზოგადოება
ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 32

 19.05./ 20.05.2017, 14:00 საათი

დასავლეთ საქართველოს სკოლების გოგონათა საფეხბურთო ტურნირი
ორგანიზატორი: ZfA
ადგილი: სკოლა “ევრო 2000” ბათუმში, გორგასლის ქ. 91ა

 28.05.2017, 10:00 – 17:00 საათი

 „კითხვის დღე 2017“ – ღია კარის დღე მშობლებისთვის
ორგანიზატორები: გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, თბილისი, ზანდუკელის ქ.16

 29.05.2017, 19:00 საათი

 მოსწავლეთა ეროვნული კონკურსის ფინალი “გერმანულენოვანი PoetrySlam
საქართველოში”
ორგანიზატორები: გერმანიის საელჩო თბილისში, შვეიცარიის საელჩო საქართველოში
ადგილი: ფაბრიკა თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8
ღონისძიებათა შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვედზე: facebook.com/DreiLaender

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები