უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა შესაძლოა, ავტომატურად აღარ შეწყდეს

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა შესაძლოა, ავტომატურად აღარ დაიკარგოს და შენარჩუნდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, გათვალისწინებულია დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა.
​ამ ინიციატივის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა შესაძლოა, ავტომატურად აღარ დაიკარგოს და შენარჩუნდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ კანონი დაადგენს, რა პროცედურა იქნება გასავლელი, რათა ეს სტატუსკვო შენარჩუნდეს.
​„ახალ კონსტიტუციაში განისაზღვრა შემდეგი რამ: თუკი საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, ეს ავტომატურად აღარ გამოიწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. არის ჩანაწერი, რომ დანარჩენი რეგულაციები განისაზღვრება კანონით. კანონი უკვე დაადგენს, რა პროცედურა იქნება გასავლელი, რათა ეს სტატუსკვო შენარჩუნდეს. რაღაც გარკვეული რეგულაცია იქნება. სტატუსკვო იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი და შემდგომში რეგულაცია გაკეთდება, რომ სისტემაში მოვიყვანოთ ეს წესი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები