მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
კუებეკში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მეხანძრეებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან ოცი მოსახლე გამოიყვანეს. სამი მათგანი დაშავებულია. ხანძარი ადგილობრივი დროით პირველ საათზე გაჩნდა. მეხანძრეებს ცეცხლის ჩასაქრობად ხუთი საათი დასჭირდათ. სამაშველო ოპერაციას ყინვა აფერხებდა. შენობაში სულ 52 ადამიანი ცხოვრობს. მათგან უმრავლესობა 85 წელს გადაცილებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. კანადის პრემიერ- მინისტრმა სტეფენ ჰარპერმა მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს ოპერატიულობისთვის და მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.