ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის – „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ წარდგინება გაიმართება

3 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბისა და გამომცემლობა „დიოგენეს“ ორგანიზებით, ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი –  „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ ჩეხურიდან სულხან მუხიგულაშვილმა თარგმნა და სერიით – „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ გამოვიდა.
წიგნს დამსწრე საზოგადოებას თავად მთარგმნელი წარუდგენს.
პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი – ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 – 1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება.
ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი – მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა – მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები