პოეზიის დღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში – ლადო კახაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
5 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პროფესიით ექიმის – ლადო კახაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, „ცისფერყანწელთა ორდენის“ მიერ 1920 წელს პოეზიის დღედ გამოცხადებულ 7 მაისს უკვე მეშვიდედ აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. „წელს, 5 მაისს, ვიზეიმებთ პოეზიის, პოეტების და ერთობის დღესასწაულს.
თავად ბატონი ლადო თვლის, რომ მისი გარითმული პოზიცია, ემოცია პოეზია არ არის, თუმცა უკვე სამი წიგნის ავტორია და არავის დაუთვლია, პაციენტი უფრო მეტი ჰყავს თუ მკითხველი.
ლადო კახაძის საღამოზე მოსულ მკითხველს, არტისტული ბუნების ექიმთან შეხვედრის გარდა, სასიამოვნო სიურპრიზიც ელის; ერთ მინიშნებას გავთქვამთ, გაიხსენეთ მისი ლექსები“,- აცხადებენ ორგანიზატორები.