დღეს ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი გაიხსნება

1 მაისს, 17:00 საათზე, მ. ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჩატარდება მონაწილეთა კენჭისყრა და გაიმართება წინა კონკურსების ლაურეატების – სალომე მოდებაძის, ნათია ბერაიას და დავით ალადაშვილის კონცერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები