ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის ჯილდოს მფლობელია

 იაპონიის მთავრობამ იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ლაურეატები გამოაცხადა. „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ჯილდოს მფლობელად ქართველი პრიმა-ბალერინა, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილი დასახელდა.
როგორც „კვირას“ იაპონიის საელჩოში განუცხადეს, ნინო ანანიაშვილს ჯილდო  იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობის გამო და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა.
„საქართველოდან, ქალბატონი ნინო ანანიაშვილი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, დაჯილდოვდება ლენტით დამშვენებული ამომავალი მზისა და ოქროს სხივების ორდენით.
ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ჯილდოვდება ორდენით ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობით იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – აღნიშნულია საქართველოში იაპონიის საელჩოს ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის მთავრობა „ამომავალი მზის ორდენით“ აჯილდოვებს ეროვნებით არაიაპონელებს. 2017 წლისთვის მთელი მსოფლიოდან 105 კანდიდატი შეარჩიეს, რომელთაგან მხოლოდ 34 ლაურეატს მიენიჭა ეს ჯილდო. ხელოვნების სფეროში კი მხოლოდ ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები