ლევან გიგინეიშვილის საქველმოქმედო ლექცია გაიმართება

1 მაისს, 18:00 საათზე,თსუ-ს პირველ კორპუსის 214-ე აუდიტორიაში ჩატარდება ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია: „ფიოდორ დოსტოევკის დიადი ინკვიზიტორი და სალვადორ დალის ცეცხლმოდებული ჟირაფი”.
როგორც კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  ლექცია საქველმოქმედო ხასიათისაა და ის ტარდება 1 წლის ვივიანა ქვირიას დასახმარებლად.
„ვივიანს თანდაყოლილი ნევროლოგიური პრობლემა – კორძიანი სხეულის დიზგენეზია აქვს, რასაც ბოლო პერიოდში გაურკვეველი დაავადება დაერთო. პატარამ 8 თვის მანძილზე 6-ჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თურქეთში გადაყვანა, სადაც ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ ოჯახს დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის სათანადო კურსის დანიშვნას ჰპირდებოდნენ, ამისთვის საჭირო თანხა 15 000 დოლარია (ღირებულებაში შედის დიაგნოზის დასმა და ერთთვიანი მკურნალობის კურსი კლინიკაში). თანხის ნაწილი შეგროვდა და ბავშვი გადაყვანილია კლინიკაში. თუმცა გადასახდელი დარჩა 7000 დოლარი.
ოჯახს ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოეწურა.
დარბაზში განთავსებული იქნება შესაწირი ყუთი, ყველას ექნება შესაძლებლობა, თანხა გაიღოს პატარა ვივიანის გადასარჩენად“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები