iPhone მომავალში Wi-Fi-ის მეშვეობით დაიტენება

კომპანია Apple-მა აშშ-ის საპატენტო ბიუროში განაცხადი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებს Wi-Fi-ის მეშვეობით დატენის. ეს მოწყობილობა სტანდარტულ, 60 ჰერცის სიხშირეზე იმუშავებს და Wi-Fi-ის მეშვეობით, ენერგიის გადაცემის ფუნქცია ექნება. სავარაუდოდ, iPhone 8-ს ან მე-9 მოდელს ამისთვის სპეციალური ანტენა ექნება.
ტექნოლოგიის ზუსტი სახელწოდება მითითებული არ არის, მაგრამ დატენვის ასეთი ტექნოლოგიის გაჩენის შემდეგ, სმარტფონის მუშაობას „უსასრულოს“ გახდის იმ შემთხვევაში, თუ ახლომახლო Wi-Fi სიგნალი იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები