საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ მე-7 კონცერტი გაიმართება: კარმენ ჯანატაზიო და ეციო ბოსსო უკვე თბილისში არიან

მუსიკოსი ეციო ბოსსო და იტალიელი სოპრანო კარმენ ჯანატაზიო უკვე თბილისში არიან. ისინი საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ და კომპანია „სოკარის“ რიგით მე-7 – კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.
სტუმრებმა პორტალ „კვირას“ პირველი შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს…
–  თქვენი პირველი შთაბეჭდილებები საქართველოზე… რას გვეტყვით საქველმოქმედო კონცერტის წინ?

ეციო ბოსსო: „ძალიან მომეწონა საქართველო. ლონდონში არის დასახლება ლიტელ ჯორჯია,  ეს ხედები ძალიან ჰგავს  იმ ჯორჯიას.
ნინოსთან კომუნიკაციით უკვე ძალიან კარგი წარმოდგენა მქონდა საქართველოზე, მიხარია, რომ 1 მაისს ვერთიანდებით საქველმოქმედო კონცერტისთვის“…

კარმენ ჯანატაზიო:
„პირველ რიგში, რაც ძალიან მხარებს, ჩავეხუტები ჩემი დიდი ხნის მეგობარს – ნინო სურგულაძეს, შევხვდებით კოცერტზე“…
ცნობისათვის: 1 მაისს, 21:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ და კომპანია „სოკარი“, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, რიგით მე-7 – კონცერტს გამართავს.
ფონდის საპატიო სტუმრები ამჯერად იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები: თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ეციო ბოსსო, სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, პიანისტი ოლივერ პული, ფონდის დამფუძნებელი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავი ნინო სურგულაძე. ოპერის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ეციო ბოსსო.

კარმენ ჯანატაზიო – იტალიელი, კერძოდ, ნეაპოლიტანელი, მსოფლიოში აღიარებული სოპრანოა. იგი დღეს საოპერო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალია. „დეილი ტელეგრაფმა“ კარმენი თავისი თაობის ერთ ერთ ყველაზე ნიჭიერ სოპრანოდ დაასახელა. კარმენი გამოდის მსოფლიოს წამყვან თეატრებში: „მეტროპოლიტენ ოპერა“, მილანის „ლა სკალა“, ლონდონის „კოვენტ გარდენის“, „შანს ელიზეს“, „არენა დი ვერონას“, ფლორენციის, ვენეციის, ლოს-ანჯელესის, რომის, სეულის და სხვა წამყვან თეატრებში. თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან. კარმენმა შეასრულა ტრავიატას პარტია ცნობილი თურქი კინორეჟისორის ფრანც ოცპეტეკის საოპერო დადგმაში „ტრავიატა“, რომელმაც მომღერალს  პირველი კლასის ღირსეული შემსრულებელი უწოდა.
კარმენი ახლახან წარდგა რომის პაპის წინაშე ვატიკანის „ნერვის“ დარბაზში, სპეციალურ კონცერტზე, რომელიც გადაიცემოდა ტელეკომპანია „რაის“  მიერ მთელ მსოფლიოში.
მისი საოპერო მიღწევებისთვის წელს კარმენი დაჯილდოვდა იტალიის პრეზიდენტისგან იტალიის „ვარსკვლავის კავალერის“ წოდებით.
ასევე კარმენ ჯანატაზიო არის „ბულგარის“ ელჩი, მის ჩაცმულობაზე კი ზრუნავს ცნობილი დიზაინერი, ანტონიო რივა.

ეციო ბოსსო მუსიკოსი, რომელიც 2016 წელს იტალიაში ასი ათასზე მეტი გაყიდული ბილეთით ყველაზე აქტიურ და წარმატებულ შემსრულებლად აღიარეს. ლონდონში მისი ერთ-ერთი კონცერტი წლის უდიდეს მოვლენად ერთხმად აღიარა პრესამ და კრიტიკამ. მაესტრო ეციო ბოლონიის კომუნალური საოპერო თეატრის მთავარი მიწვეული დირიჟორი და ასევე ლონდონის სიმებიანი ორკესტრის ხელმძღვანელია.

დიდი ხნის განმავლობაში მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და საერთაშორისო პრემია. მისი მუსიკა სრულდება ლონდონის კოვენტ გარდენში, ვენის შტატს ოპერაში, ფლორენციის, ჰიუსტონის, ბუენოს-აირესის კოლონის თეატრში, სიდნეის ოპერაში და  მსოფლიოს სხვა წამყვან თეატრებში, იგი ასევე თანამშროლობს სონი-კლასიკალთან, სწორედ სონისთან ერთად გამოიცა დისკი მისი კომპოზიციებით. ეციომ ცნობილ კინორეჟისორებთან ტანდემით წლების მანძლზე მრავალი ფილმისათვის დაუვიწყარი კინომუსიკა შექმნა. იგი ასევე ქმნის მუსიკას ბალეტისთვის და თეატრისთვის. შექმნა ტრიოები, კვარტეტები, სიმფონიები და სხვა მრავალი ნაწარმოები.
2011 წელს ეციოს დაუდგინდა უკურნებელი სენი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, რომელიც ფატალური შედეგით სრულდება. მიუხედავად ამისა, ეციო არ ჩერდება და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს, ქმნის და გასცემს, უამრავ პოზიტიურ ენერგიას და სიყვარულს.
ბრიტანელი პიანისტი და ვირტუოზი, ფონდის მეგობარი ოლივერ პული საქართველოში უკვე  კარგად ცნობილი და საყვარელი შემსრულებელია, მან  „ნატვრის ხის“ თითქმის ყველა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ბავშვების დასახმარებლად.
„ნატვრის ხემ“ გასული ექვსი ღონისძიებით, ქართული საზოგადოების, მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით და დახმარებით, ორმოცდაათამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე 200 ათასზე მეტი ზარია განხორციელებული და შესული.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია კომპანია „სოკარი“;
მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, „თი-ბი-სი ბანკი“, „აგროჰაბი“, „ალმა“, „თრი დიზაინ რუმსი“, „ისრაელის სახლი“, „თბილი სიო“, tkt.ge.
საინფორმაციო მხარდამჭერები:
საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“, „იმედი“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, „ბილაინი“, „ჯეო ლაინი“, „სილქნეტი“, „ჯეოსელი“, „მაგთი“, „ფრონტ ნიუსი“, საინფორმაციო სააგენტო „ევორდი“,  პორტალი „კვირა“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge -ზე.
საქველმოქმედო ანგარიშის ნომერი  „სს  თი-ბი-სი  ბანკი   ა/ა GE18TB7276636080100005;
საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი: 09 01 900 999;  ზარის ღირებულება 1 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები