ჯონ უილიამსის კინომუსიკის კონცერტი გაიმართება

29 აპრილს, 19:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო საქართველოში აწყობს ოსკაროსანი ამერიკელი კომპოზიტორის, ჯონ უილიამსის საღამოს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით შეასრულებს ყველასათვის კარგად ნაცნობ კომპოზიციებს კინოფილმებიდან: „ინდიანა ჯონსი“, „ვარსკვლავური ომები“, „ჰარი პოტერი“, „შინდლერის სია“, „იურული პერიოდის პარკი“ და „სუპერმენი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები