როსტომ ჩხეიძეს წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზის ჯილდო გადაეცა

მწერალთა სახლში კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოება გაიმართა. სპეციალურმა ჟიურიმ, რომელსაც ლევან ბერძენიშვილი თავმჯდომარეობდა, გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოავლინა. პრემიის ლაურეატებს ჯილდოები კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და მწერალთა სახლის დირექტორმა, ნატა ლომოურმა გადასცეს.
წლევანდელი ლიტერატურული პრემია  „ლიტერას“  გამარჯვებულები გახდნენ:
წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“; წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი – არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“;  წლის საუკეთესო დებიუტი – გიორგი შონია, ჰანს პრომველის „ფაბრიკაცია“; დიზაინი – წლის საუკეთესო წიგნის გარეკანის (ყდის) – დენიელ კიზი, „ყვავილები ელჯერნონისთვის“; დიზაინი: ნატალია ავალიანი.
ნატა ლომოურის თქმით, „ლიტერას“ წელს ახალი ნომინაცია – „წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა“ დაემატა, რომელიც როსტომ ჩხეიძეს ნაწარმოებისთვის – „პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა“ ( კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების ქრონიკა)  გადაეცა. აღნიშნული ნაწარმოები გამომცემლობა „ჩვენმა მწერლობამ“ გამოსცა.
„კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ დაარსებულ ლიტერატურულ კონკურს „ლიტერაში“ გამარჯვებას ყველას ვულოცავ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურის მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები