დღეს ფოტოგამოფენა: „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“ გაიხსნება

დღეს, 19:00 საათზე, გალერეა „ბლექ ენდ ვაითში“ ფოტოგამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფოტოგამოფენაზე „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“ გია ჩხატარაშვილის, იური მეჩითოვის, დარო სულაკაურის, ანა გოგუაძისა და დინა ოგანოვას ფოტოები იქნება წარმოდგენილი.
ნამუშევრებში აღბეჭდილია 5 ქართველი ფოტოგრაფის თვალით დანახული ნიუ-იორკი: ამერიკული მეგაპოლსის ყოველდღიურობა, მისი ადამიანები და განცდები…
ღონისძიება იმართება აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები