„კასინიმ“ დედამიწაზე სატურნის ფოტოები გამოაგზავნა
„ნასას“ სპეციალისტებმა კოსმოსური აპარატ „კასინიდან“ სატურნის ფოტოები მიიღეს. ის რამდენიმე საათით სატურნს მიუახლოვდა და მისი რგოლების შიგნით აღმოჩნდა.
ამ დროს კოსმოსურ აპარატთან კავშირი დროებით დაკარგული იყო. კოსმოსურმა ზონდმა პლანეტა რეკორდულად ახლო მანძილიდან გადაიღო და მოგვიანებით, ფოტოები დედამიწაზე გამოაგზავნა. ანალოგიურ მანევრებს „კასინი“ 22-ჯერ განახორციელებს.
პლანეტასთან „კასინის“მიახლოება მომდევნო 5 თვის მანძილზეა დაგეგმილი. ის პლანეტას სულ უფრო და უფრო ახლოს მიუახლოვდება და საბოლოოდ, სატურნის შიდა რგოლს გაივლის.
ამ მისიის შედეგად, აპარატმა დედამიწაზე უპრეცედენტო ხარისხის ფოტოები უნდა გამოაგზავნოს, რაც სპეციალისტებს სატურნის შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაცია მისცემს.