პროექტის – “შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში” შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

გაიმართა პროექტის “შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში” შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტი  2018 წელს დასრულდება. მისი მიზანია ნარკვევების კრებულის – „შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანული აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში“ – ქართული და ინგლისურენოვანი გამოცემების მომზადება. ნაშრომში თანამიმდევრულად, დიაქრონულ ჭრილში იქნება წარმოდგენილი ქართველთა მწიგნობრული საქმიანობის ისტორია უცხოეთის სამონასტრო კერებში (პალესტინა, სინას მთა, ათონი, კონსტანტინოპოლი, შავი მთა, პეტრიწონი);
ნაშრომში ნაჩვენები იქნება, თუ როგორ ხდებოდა უცხოეთში მოღვაწე ქართველთა მიერ იმ იდეათა და ფასეულობათა ათვისება, რომლებიც აქტუალური იყო იმდროინდელ ქრისტიანულ სამყაროში, როგორ იქცეოდნენ ეს ფასეულობები ქართული ნაციონალური ლიტერატურისა და ზოგადად, აზროვნების ორგანულ ნაწილად. ყურადღება გამახვილებული იქნება, ასევე, უცხოეთის სამონასტრო კერებში ქართველთა საქმიანობის კულტურულ, ეთნიკურ და სოციალურ ასპექტებზე; რა ურთიერთკავშირი ჰქონდათ სხვადასხვა მწიგნობრულ კერებს ერთმანეთთან და საქართველოსთან, რა ურთიერთობები ჰქონდათ „უცხოობაში“ – მულტიკულტურულ და მულტილინგვურ გარემოში მოღვაწე ქართველ მწიგნობრებს სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან, რა გზებით ახერხებდნენ უცხო გარემოში ადაპტირებას და რა ზეგავლენას ახდენდა მათ სულიერ თუ ინტელექტუალურ განვითარებაზე ეს გარემო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები