ფოტოგამოფენა: „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვარიანში“ გაიხსნა

ვარიანში  ფოტოგამოფენა: „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვარიანში“ გაიხსნა. როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გამოფენა კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვარიანის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა.
გამოიფინა 20 ფოტო, რომლებიც მომზადებულია იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან უმნიშვნელოვანესი მასალის საფუძველზე: ნოე ჟორდანიას სამადლობელი წერილი იაკობ გოგებაშვილს, დედა ენის შავი ნაწერები, უბის წიგნაკი საყმაწვილო ლექსებით, რომელიც აკაკი წერეთლის ნასწორებია და სხვ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე საინფორმაციო ბანერები, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის აქივში დაცულ ინფორმაციას: ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის, შემოქმედების, პირადი მიმოწერის ამსახველ ტექსტებს შეიცავს.
აღსანიშნავია, რომ გამოფენისათვის მომზადებული საგამოფენო მასალა ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საჩუქრად გადასცა ვარიანის სახლ-მუზეუმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები