პირველი ქართული 3D ანიმაცია „ჯინო“ ბრაზილიის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

დათო კიკნაველიძის ანიმაციური ფილმი “ჯინო” ბრაზილიაში, ფესტივალზე Anima Mundi საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი რიო დე ჟანეიროში 19-23 ივლისს ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, „ჯინო” პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან, დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.
Anima Mundi ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელსაც წელს 25 წლის იუბილე აქვს. ქართული ანიმაციური ფილმი ამ ფესტივალზე პირველად მოხვდა.
პარალელურად “ჯინო” ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც არის წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები