ხატია შევარდნაძის წიგნის – „ტიციან ტაბიძე და XIX საუკუნის ქართული მწერლობა“ წარდგინება გაიმართება

27  აპრილს, 18:00 საათზე, ფონდი „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ ქართული ლიტერატურის მუზეუმში გამართავს მორიგ  საღამოს, რომელიც მიეძღვნება ტიციან ტაბიძის ხსოვნას.
როგორც „კვირას“ ფონდის დამფუძნებელმა ნინო ჩხიკვიშვილმა განუცხადა,  ფონდი მკვლევრის – ხატია შევარდნაძის პირველ სამეცნიერო ნაშრომს –  „ტიციან ტაბიძე და XIX საუკუნის ქართული მწერლობა“ წარადგენს.
„ხატია შევარდნაძის მონოგრაფია  პირველი  მცდელობაა,  წამოაჩინოს  ტიციან ტაბიძის, როგორც პოეტისა და პროზაიკოსის  დამოკიდებულება  XIX  ქართულ პოეზიასთან.
ქართველ კლასიკოსთა – გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟა- ფშაველას შემოქმედებით მემკვიდრეობასთან.
ამავე ნაშრომში განხილულია ტიციანის ცნობილი ნარკვევი „ახალი ქართული  ლიტერატურა“, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის სულ ახლახან გახდა ცნობილი.
საღამოზე  გავიხსენებთ ტიციანსა და  ყველა ცისფერყანწელს“, – განუცხადა ნინო ჩხიკვიშვილმა „კვირას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები