სომხეთში გამოფენა – „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“გაიხსნა

 25 აპრილს სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით: „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ქართული სათვისტომოს წევრები. პარალელურად, გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში არსებული ქართული წიგნების გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები