ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში იღებს მონაწილეობას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში, მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში.
დღეს, ეკა ბესელია, სესიის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, მათ შორის:
– სისხლისსამართელბრივი დევნის გამოცხადება და დასჯა დაყეშის (ისლამური სახელმწიფოს) მიერ ჩადენილი ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის ან შესაძლო გენოციდისთვისაც (შესავალი მემორანდუმის განხილვა);
– ადამიანის უფლებები ჩრდილოეთ კავკასიაში (რეზოლუციისა და რეკომენდაციის პროექტში გასათვალისწინებელი ცვლილებების განხილვა);
– საგანგებო მდგომარეობა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ გადახვევასთან დაკავშირებული პროპორციულობის საკითხი (შესავალი მემორანდუმის განხილვა).
დღესვე, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები