ახმეტელის მეტროსთან გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

ახმეტელის მეტროსთან გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი, არსებული ვალების გადასაფარად, გრძელვადიანი, შეღავათიანი სესხის მიღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. აღნიშნული ტერიტორია “თბილსერვის ჯგუფმა” დაასუფთავა. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მერიამ მათ ბაზრობის ტერიტორიაზე კონკრეტული ადგილები შესთავაზა, თუმცა იქ მუშაობა არ იქნება და თან დახლების დასამზადებლად 50-50 ლარი უნდა გადაიხადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები