„გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წიგნის დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია – „გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“ გაიმართა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნი „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში – საქართველო“ პროექტის ფარგლებში მომზადდა, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მიერ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ ალგეთის საჯარო სკოლის 8 მოსწავლე, რომლებიც წიგნის შექმნაში მონაწილეობდნენ, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ასევე, გაიმართა ვიქტორინა დაცული ტერიტორიების შესახებ და ზაალ სულაკაურის ნახატების გამოფენა.
პროექტის – „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში – საქართველო“ მიზანია დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის ზრდა და ამავდროულად, მიმდებარედ მცხოვრები თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროექტი ოთხ დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს – ალგეთის ეროვნული პარკში, ყაზბეგის ეროვნული პარკში, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე.
წიგნის დღე ოფიციალურად იუნესკოს სესიაზე 1995 წლის 23 აპრილს დამტკიცდა და დღეს მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანაში აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები