გია ვოლსკი: ბათუმის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ან რაიმე სხვა სახის ინტერესი არ არსებობს

“ბათუმის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ან რაიმე სხვა სახის ინტერესი არ არსებობს”, -ასე ეხმაურება დეპუტატი გია ვოლსკი 11-12 მარტის აქციის ორგანიზატორობის ბრალდებით მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას.
ვოლსკის თქმით, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მათ ბრალს არ წაუყენებდნენ. „გამორიცხულია, რომ ამ დანაშაულებისთვის დაკავებული ადამიანების საწინააღმდეგოდ, არ იყოს სათანადო მტკიცებულებები და ეს ყველაფერი სასამართლოზე ძალიან ადვილად გამოჩნდება. თუკი ესეთი მტკიცებულებები არ გააჩნია ბრალდების მხარეს, რასაკვირველია, ღოღობერიძე უდანაშაულო აღმოჩნდება, მაგრამ არა მგონია, ვინმემ გარისკოს და ასეთ საკითხთან დაკავშირებით, ან პოლიტიკური ინტერესებით ან რაიმე ნებისმიერი სხვა ინტერესებით იმოქმედოს, მით უმეტეს, ეს არ არის სახელმწიფოს ნება“, -აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები