მარიამ ჯაშმა ოკუპაციის ზონასთან მცხოვრებ მოსწავლეებს წიგნები ჩაუტანა

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ეროვნული ბიბლიოთეკისა და კლინიკა „ვენუს ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად, გორის რაიონის სოფელ ტირძნისს ესტუმრა და სკოლის ბიბლიოთეკას უახლესი ლიტერატურა გადასცა.
„ტირძნისი საზღვრისპირა სოფელია და 2008 წლის ომის დროს კონფლიქტის ზონა იყო. ეს არის სკოლა, რომელიც ომის დროს დაიწვა და შემდეგ  აღადგინეს. შევხვდით მოსწავლეებს, პედაგოგებს, რომლებმაც რეალურად გადაარჩინეს სკოლის შენობა, სოფელ ტირძნისს არ აქვს ბიბლიოთეკა და ეს როლი სკოლის ბიბლიოთეკამ იტვირთა. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასეთი საჩუქრების ჩატანა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
სტუმრებს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის წევრები ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენით შეხვდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს, მშობლებსა და პედაგოგებს უწევთ ოკუპაციის საზღვართან განსაკუთრებულად რთულ პირობებში ცხოვრება, ტრადიციები ცეკვის, სიმღერისა და განათლების კუთხით არ ნელდება. ეს ძალიან დასაფასებელია“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში განხორციელდა და მასში ბევრმა ორგანიზაციამ და მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები