სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სპორტსმენებთან ერთად ანტინიკოტინური კამპანია დაიწყო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, „ანტინიკოტინური კამპანიის“ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.
კამპანიას მხარს უჭერენ მოქმედი ქართველი სპორტსმენები, ეროვნული ნაკრების წევრები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, რომელთა მოწოდებებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კამპანიის მიზნების განხორციელებაში.
კამპანიის მთავარ მიზანია მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ასევე, მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა დროს ჩატარებული კვალიფიციური კვლევებით.
კამპანიის ფარგლებში, იგეგმება შესაბამისი ბანერების, ვიდეორგოლების, ფლაერების და სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება.
სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში, ასევე, მოეწყობა რამდენიმე „ანტინიკოტინური“ ღონისძიება, რომელშიც სპორტსმენებთან ერთად, ჩაერთვებიან პოლიტიკოსები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები