„საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე მოხელეთა რაოდენობა“

“საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე მოხელეთა რაოდენობა”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.
​როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე მოხელის გადაყვანა წარმოადგენს უკიდურეს ზომას და აუცილებლობის არსებობის გარეშე, დაუშვებელია.
დადგენილების თანახმად, რომელიც “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა, დასვენებისა და უქმე დღეებში საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით განისაზღვრება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დასვენებისა და უქმე დღეებში მოხელისთვის მუშაობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალება წარმოადგენს. ამასთან, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მოხელეს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისთვის კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი ეძლევა, რომლის საერთო ოდენობა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება. გარდა ამისა, როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე მოხელეთა რაოდენობა. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე მოხელის გადაყვანა წარმოადგენს უკიდურეს ზომას და აუცილებლობის არსებობის გარეშე, დაუშვებელია.
„ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ჯანმრთელობის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში გადაყვანილ მოხელეს უნდა მიეცეს სრულყოფილი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემოებებისა და ფაქტორების შესახებ. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში სპეციალური მოსამზადებელი კურსის გატარების გარეშე“,- აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
ამასთან, მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტით, საჯარო დაწესებულების მიერ შესაძლებელია განისაზღვროს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი პირი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.
​შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები