სავაჭრო ცენტრ “საბას” მიმდებარე ტერიტორიაზე ავეჯის მაღაზია დაიწვა

სავაჭრო ცენტრ „საბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავეჯის მაღაზია დაიწვა.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი 60 კვადრატულ მეტრს მოედო. ადგილზე 5 სამაშველო ბრიგადა იყო გასული, რომელთაც ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.
ზარალის ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები