მაკრონი – 23,25%, ლე პენი – 21,53%, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია

დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, ხოლო „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა – 21,53%. მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
არაოფიციალურ სატელეფონო საუბარში ემანუელ მაკრონს გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მიულოცა, ხოლო წაგებულმა კანდიდატებმა ამომრჩეველს მოუწოდეს, მეორე ტურში ხმა სწორედ მას მისცენ.
მაკრონი ყოფილი ბანკირია, ფრანსუა ოლანდის პრეზიდენტობის პერიოდში ის საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი იყო. მისთვის ეს პირველი საარჩევნო კამპანიაა და გამარჯვების შემთხვევაში, ის საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები