სასწრაფოდ: სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს

სამართალდამცველებმა კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე დააკავეს. ასევე დაკავებულია „თავსუფალი ზონის“ აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია. „კვირას“ ინფორმაციით, საქმე ეხება 11 მარტს ბათუმში მომხდარ გადატრიალების მცდელობას და საქმე აღძრულია სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
„კვირა“ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ 11-12 მარტის ღამეს, ბათუმში, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ, მოქალაქეების აქცია გაიმართა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს და მანქანები დაწვეს, მათ შორის სამართალდამცავი უწყების მფლობელობაში არსებული. აქციის დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ბათუმის ქუჩებში უკონტროლო სიტუაცია დაახლოებით 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და ქალაქს 150 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები